16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენონ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

მან ასევე განმარტა, რომ ეს არ არის კონტრაქცია, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით უნდა მოიგოს არჩევნები და ამ მიზნით უნდა ჩატარდეს დიდი და მშვიდობიანი აქცია.

"27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ  დიდი, მშვიდობიანი აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია.  გავიგე,  რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის  კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები