16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
რა გაკეთდა და რა პროექტები უნდა განხორციელდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში - კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა, შეხვედრა მან მადლობით დაიწყო. სიტყვით გამოსვლისას კახი კალაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერა დედაქალაქის განვითარებას უწყობს ხელს და ბიზნესის როლი ამ პროცესებში დიდია.

რა გაკეთდა და რა პროექტები უნდა განხორციელდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სწორედ ეს იყო მერობის კანდიდატის მხრიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მთავარი გზავნილი.

ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამა - ეს ის პრიორიტეტული პროექტია, რომლის მნიშვნელობის და მასშტაბურობის შესახებ მოქმედმა მერმა შეკრებილ ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა.

სწორედ ბიზნესის ხელშეწყობით იგეგმება 10 000 შენობის სრული დემონტაჟი და მათ ადგილას თანამედროვე სტანდარტების, ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება.

მერის გადაწყვეტილებით, ყველა ოჯახი ადგილობრივი მთავრობის მიერ ნაქირავებ ბინაში იცხოვრებს და ორ წელიწადში სრულად გარემონტებულ ფართებში გადავა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მერიისთვის პრიორიტეტია და ამისთვის ბიზნესის ხელშეწყობაა საჭირო - დედაქალაქის სატრანსპორტო და გარემოს დაცვითი პოლიტიკაა, ავტომობილებისგან განტვირთული თბილისი, ახალი ავტობუსები, გამწვანება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და მეტი სარეკრეაციო სივრცეები - ეს ის საკითხებია, რაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სწორედ ამ მიმართულებებით ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

დღის ამბები