16 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
"ყოველწუთს მოსალოდნელია გაუარესება..." - რომელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს სააკაშვილის პირადი ექიმი მდგომარეობის სამართავად

მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26 დღეა შიმშილობს. პირადი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით არ გაუარესებულა.

ამ ეტაპზე არც ჰოსპიტალიზაციის საჭიროების საკითხი დგას დღის წესრიგში, მაგრამ რუსთავის ციხესთან მუდმივად მობილიზებულია რეანომობილი და საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ.

მსჯავრდებული პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში გასტროენტეროლოგისა და არითმიის სპეციალისტის ჩართვას მოითხოვს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ტესტების მიხედვით, ასე თუ ისე, არაუშავს. ყოველ წუთში მოველით გაუარესებას. რეანომობილი აქ სულ დგას...

მინდა ამ კონსილიუმს გასტროენტეროლოგი და არითმიის სპეციალისტი დავამატოთ," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა პროფილის ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმი იკვლევს. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება. 



დღის ამბები