16 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
"ვინც თვლის, რომ "ქართული ოცნება" სწორი პოლიტიკური გზაა, გამოვიდნენ" - მმართველი პარტია მხარდამჭერებს ხვალ თავისუფლების მოედანზე ელოდება

შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება მე-2 ტურამდე 3 დღით ადრე - "ქართულმა ოცნებამ" სამზადისი დაიწყო. მმართველი პარტია ხვალ, თანამოაზრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება.

"ქართული ოცნება" გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო შეკრება ხალხის ღირსებისა და თავისუფლების დემონსტრირებაა.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ყველა ის ადამიანი მოვა ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი. ყველას ველოდებით არ აქვს მნიშვნელობა ეს საჯარო მოხელე იქნება, თუ კერძო სექტორსი დასაქმებული პირი,"-აცხადებს ზარქუა. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას მოუწოდებს. 

"ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველას, ვინც თვლის, რომ ეს არის სწორი არჩევანი და "ქართული ოცნება" სწორი პოლიტიკური გზაა გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ,"- აცხადებს დავითულიანი. 

დღის ამბები