"ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, ოპოზიციის გეგმა წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციას მსჯავრდებული პრეზიდენტის თემაზე აპელირება პოლიტიკას ადა საზოგადოებაში დისონანსის შეტანისთვის სჭირდება.
"მისი შემოპარვის დღიდან ოპოზიცია ამას იყენებს სპეკულაციად, პოლიტიკური დღისწესრიგის შესაქმნელად და ცდილობენ, რომ ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, გარკვეული არეულობის მოწყობისთვის, დისონანსის შემოტანისთვის წინასაარჩევნოდ თუ განსაკუთრებით, 30 ოქტომბრის შემდეგ, რომელსაც ისინი წინასწარ აანონსებენ," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანიც ეთანხმება აზრს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ერთ-ერთი ის თემა, რომელსაც ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებს.