20 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ნდობას გავამართლებ - კახა კალაძე

სიცოცხლის ფასადაც, რომ დამიჯდეს ნდობას გავამართლებ - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა და ამავდროულად მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მმართველი გუნდის მხარდამჭერებს.

კალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და მე-2 ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა, ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს მეგობრებო, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ქალაქის და ჩემი ხალხის უკეთესი მომავლის. მე დღეს ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თბილისზე, იმაზე რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად, იმაზეც რისი გაკეთება ჯერ ვერ მოვასწარი, მაგრამ რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე, თუმცა ყველას გვესმის რომ 30 ოქტომბერს ჩვენ პირველ რიგში ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები