პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდი თბილისში, კახა კალაძის გამარჯვებაში დარწმუნერბულია.
ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ელექტორატს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდნენ.
"თბილისში ჩვენ დარწმუნებულები ვართ კახა კალაძის გამარჯვებაში. ამაზე მეტყველებს რეიტინგებიც, თუმცა ამან არ უნდა მოადუნოს თბილისელი ამომრჩევლები. ისინი ქუდზე კაცი უნდა გამოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. მათ შორის იმის გამოც, რომ გამორჩეულად ოდიოზური ფიგურა არის კახა კალაძის კონკურენტი, რომელიც ძალადობისა და პროვოკაციების ნამდვილი სიმბოლოა.
შესაბამისად, ასეთ ადამიანებს პასუხი უნდა გაეცეთ და სწორედ ამიტომ არის საჭირო ამომრჩევლების სრული მობილიზება. ანალოგიურად შეგვიძლია მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოვიგოთ ეს არჩევნები. ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, დანარჩენი კი ამომრჩევლებზეა დამოკიდებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.