16 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
"იმედი მაქვს, ამომრჩევლები შეძლებენ, ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ" - კელი დეგნანი

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან აშშ-ის ელჩმა ისაუბრა.

კელი დეგნანის თქმით, არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას აზიანებს.

"იმედი მაქვს, ამომრჩევლები შეძლებენ, რომ ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ვფიქრობ, რაც ვნახეთ გასულ წელს, ამგვარი არასტაბილური, დაყოფილი და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ხელს უშლის ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროგრესს, კოვიდთან და სხვა გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც ამ ქვეყნის წინაშეა. ბრძოლის ბევრი გზა არსებობს, თუ უსამართლობას გრძნობ.

ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ყველას, რომ ასეთი ბრძოლა მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომელსაც საქართველო აშენებს, როგორიც პარლამენტია. ეს არის ცვლილებებისთვის ბრძოლის ადგილი. იმედი მაქვს, ქართველი ამომრჩევლები, რომლებიც ირჩევენ ოფიციალურ პირებს, სწორედ აქ გაიგებენ თავიანთ ხმას," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები