ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მორიგი ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში საუბარია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტებზე. განხილულია ძალადობრივი ქმედებები, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის კოორდინატორების მიმართ.
საიას განმარტებით, ასევე, გამოვლინდა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, ასევე სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები.