16 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟის წარმატებულად განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების კუთხით - ანდრეი პალჩევსკი

უკრაინელმა ბიზნესმენმა, ტელეწამყვანმა და პოლიტიკოსმა ანდრეი პალჩევსკიმ ტელეკომპანია "ნაშ"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და მისი უკრაინაში მოღვაწეობისა და საქართველოში პატიმრობის საკითხს შეეხო. ანდრეი პალჩევსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟის ერთადერთი წარმატებული ნაწილი მისი პირადი ცხოვრებაა, თუმცა აქაც კი არსებობს კითხვის ნიშნები:

"სულ რამდენიმე წლის წინ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის პოლიტიკური კარიერის აწყობას აქ აპირებს, უკრაინაში, და საქართველო ამ ეტაპზე დასრულდა მისთვის. ახლა კი ირკვევა, რომ იქ, საქართველოში რაღაცა სივრცე გათავისუფლდა და იქ წავიდა. აი მე სააკაშვილთან შეკითხვა მაქვს - თქვენ უკრაინელი ხართ, თუ სტალინივით ხართ, რომელსაც როდესაც ჰკითხეს - ვინ ხართ ეროვნებითო და უპასუხა - რუსი ვარო. და სააკაშვილი ვინ არის ეროვნებით? წარმოშობით, ეროვნებით ის ქართველია, მაგრამ პასპორტით ხომ უკრაინის მოქალაქეა. მე კი არ განვსჯი სააკაშვილს, მე ამ საკითხის გარკვევა მინდა. როცა აქ ჩამოვიდა ამბობდა, რომ ოდესაში წესრიგს დაამყარებდა, მაგრამ ჰკითხეთ ოდესელებს. მხარდაჭერა დიდი იყო დასაწყისში, შემდეგ ვერ გაუმკლავდა. ეჭვგარეშეა რთული ადამიანია... ახლა ის ციხეშია და ცუდადაა და ამაზე აღარ ვილაპარაკებ,"- აღნიშნა პალჩევსკიმ.

ანდრეი პალჩევსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას წარუმატებელს უწოდებს:

"სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟის წარმატებულად განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების კუთხით. იქაც კი არის დიდი კითხვები.მისი ცოლი ამბობს, რომ ელოდება, ის კი ნიშნობის შესახებ აცხადებს.

მე ვერ ვგებულობ, თუ გინდა იყო გმირი, მოიქეცი როგორც ნავალნი, ჩაჯექი ციხეში. ნავალნის ყველანაირად შეურაცხყოფდნენ, მაგრამ მან გადაწყვიტა მსხვერპლშეწირვა. მე არ ვიცნობ ნავალნის მაგრამ ვხედავ რომ რეალურად ებრძვის სისტემას. აქ კი ვხედავდით  ბრძოლის მცდელობებს. ერთ მომენტს გავიხსენებ, როდესაც მე შევხვდი სააკაშვილს კიევის ერთ-ერთ სასტუმროში, მასზე მაშინ ძებნა იყო გამოცხადებული, მისი მეგობარი პოროშენკო აპატიმრებდა და მე ვკითხე - ვინ არის თქვენი დაცვა? ის კი მპასუხობს - ვიტალიკამ მომცა. მე ვეკითხები - როგორ თუ ვიტალიკამ? ვიტალი კლიჩკომ? ეს ხომ პოროშენკოს უახლოესი მეგობარია. ამის შემდეგ მე ამ ადამიანებთან სერიოზული ურთიერთობები შევწყვიტე. აი მე მახსოვს თქვენი კოლეგა დიმიტრი გორდონიც ამბობდა, რომ ვიტალი კლიჩკო მისი მეგობარია, კი მაგრამ კლიჩკო არის უკრაინის დედაქალაქის კორუფციული სიმბოლო. მაგრამ მისი მეგობარია, ასე კომფორტულია," - განაცხადა  ანდრეი პალჩევსკიმ. ის გორდონის საქართველოში ჩამოსვლის მცდელობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გორდონს იქ უნდა მოხვედრა, სადაც ხმაურია.

დღის ამბები