16 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"ძალიან რთული მეორე ტური იქნება ყველასთვის, არა მარტო ჩვენთვის, მთავრობისთვისაც, მაგრამ ჩვენ მზად ვართ" - ბაჩო დოლიძე

არჩევნებამდე 2 დღე რჩება - ოპოზიცია და მმართველი გუნდი 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ახლა მთავარია, ოპოზიციის ამომრჩევლებმა მაქსიმალურად იაქტიურონ და ასევე, მოხერხდეს მათი ხმების დაცვა საარჩევნო უბნებზე. "ქართული ოცნება" კი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ მოსალოდნელ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.

"ჩვენ გვჭირდება მაღალი აქტივობა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ის გარდატეხა, ვინაიდან ვიცით, არავისთვის დასამალი არ არის, ადმინისტრაციული რესურსი მოჰყავს მთავრობას, მაგრამ მანდაც, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იქნება. შესაბამისად, ძალიან რთული მეორე ტური იქნება ყველასთვის, არა მარტო ჩვენთვის, მთავრობისთვისაც, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ვიღებთ ამ გამოწვევას და დარწმუნებული ვართ, რომ ბოლო მომენტში ფინიშზე მოვახერხებთ და გადავასწრებთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ საკუთარ თავს მივხედოთ და შევქმნათ "გირჩის“ საზოგადოება, ადამიანთა და თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს თავისუფლების იდეის მიმართ ლტოლვა სხვადასხვა მიმართულებით და ამ მომზადებული საზოგადოებით შევხვდეთ ახალ არჩევნებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ განწყობა დადებითია და საკმაოდ ამაღლებულიც კი, ვინაიდან "ოცნების" გუშინდელ შემაჯამებელ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, რაც, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" გუნდს ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რომ მმართველი პარტია მეორე ტურზე თავდაჯერებულად მიდის.

დღის ამბები