16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
დავით კირკიტაძის გუნდის წევრებისგან ჩემთვის მიუღებელი მითითებები მივიღე - მარიამ მხეიძე რუსთავის ინციდენტზე 

რამდენიმე დღის წინ რუსთავში მომხდარ დაპირისპირებას, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ მხეიძე ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მხეიძე წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, დავით კირკიტაძის გუნდის წევრებისგან, მისთვის მიუღებელი მითითებები მიიღო.

საუბარია ინციდენტის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც მედიაში დამონტაჟებული სახით უნდა გაევრცელებინათ, რათა დაპირისპირებაში დავით კირკიტაძის ჩართულობა გამორიცხული ყოფილიყო.

დღის ამბები