16 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"პირველად შევიდა სახალხო დამცველი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში? რატომ გახდა მაინცდამაინც სააკაშვილზე განსხვავებული პირობების მოთხოვნა?!" - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა "დღის კურიერის" ეთერში სახალხო დამცველის განცხადებას უპასუხა, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში შესაბამისი პირობები არ არის ექსპრეზიდენტის გადაყვანისათვის. სოზარ სუბარმა მას კითხვით მიმართა, თუ რატომ გახდა მაინცდამაინც სააკაშვილზე განსხვავებული პირობების მოთხოვნა ციხეში, როდესაც აქამდე ყველა პატიმარი იქ გადაჰყავდათ:

​"პირველად შევიდა სახალხო დამცველი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში? კვირაში ერთხელ იქ ვიყავი და ეგ კი არა, ლამის ყოველდღე იქ ვიყავი ხოლმე პირადად მე, ჩემი თანამშრომლები კი საერთოდ იქ აღამებდნენ. რატომ გახდა მაინცდამაინც სააკაშვილზე განსხვავებული პირობების მოთხოვნა ციხეში? რაც შეეხება გადაყვანებს ზოგადად სამოქალქო საავადმყოფოებში, პირველ წელს, როდესაც განადგურებული ციხის საავადმყოფო ჩავიბარეთ, რამდენიმე ათასი პატიმარი გავიყვანეთ სამოქალაქო დაწესებულებებში და ეს ახლაც ნორმალური პრაქტიკაა და თუ გადაწყვეტენ, რომ ამის საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ გადაიყვანენ მას, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ არსებობს,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები