რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს.
ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.
დღესვე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში "აფხაზეთის კუთხე" გაიხსნა, სადაც აფხაზეთის ენდემურ მცენარეთა ნერგებია წარმოდგენილი.