16 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს და ურთიერთშეურაცხყოფას - კარლ ჰარცელი არჩევნების მე-2 ტურთან დაკავშირებით

როგორია საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოლოდინები არჩევნების მე-2 ტურთან დაკავშირებით - კენჭისყრამდე ორი დღით ადრე, კარლ ჰარცელი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ამჯერადაც ურთიერთშეურაცხყოფითა და პოლარიზაციის მაღალ დონით გამოირჩეოდა, რაც არასასურველ საარჩევნო გარემოს ქმნის.

ელჩის თქმით, საქართველოში უკვე იმყოფება დელეგაცია ევროკავშირიდან, რომელიც მე-2 ტურს დააკვირდება და შედეგებს ეუთო/ოდირთან ერთად შეაფასებენ. 

"ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რამე შეფასებას, თუმცა გეტყვით, რომ ამ დილით მე ძალიან მოხარული ვიყავი, მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად,"- აცხადებს კარლ ჰარცელი

დღის ამბები