2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ცვლილებები, არასტაბილური საარჩევნო გარემო და გადათვლების თანმდევი სადავო შედეგები - IRI 2 ოქტომბრის არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლინდა ძალადობის მზარდი ტენდენცია, ამომრჩევლების და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა.
"დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, თუმცა მათ სისტემური ხასიათი არ ჰქონია," - ნათქვამია IRI-ს ანგარიშში.