უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს - მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დღე მთელი დღეა, მნახველები შედიან - სია ვრცელია.
უკრაინელი მეუღლე, სასულიერო პირი, რადას დეპუტატები, უფლებადამცველები და თანამოაზრეები.
ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საზოგადოებას სააკაშვილის გზავნილი - ან გამარჯვება, ან შიმშილობის ბოლომდე მიყვანა, გააცნო.
"მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დასრულების ყველაზე ეფექტური გზა, ხვალინდელი გამარჯვებაა. მან უარი თქვა სამედიცინო პროცედურებზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე არის გადამწყვეტი - ან გამარჯვება, ან შიმშილობის ბოლომდე მიყვანა, სწორედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი,"- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.