16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
IPSOS: სამწუხაროდ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა შეუწონელი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის

კომპანია IPSOS "მთავარი არხისა" და მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების განსხვავებულობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

IPSOS-ის თანახმად, ინციდენტი გამოიწვია "მთავარი არხის" მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად.

"27 ოქტომბერს, IPSOS-მა გაავრცელა ჩვენი კლიენტის, „მთავარი არხის“ წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები საქართველოს ხუთ მთავარ ქალაქში. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული შედეგები, ზუგდიდის შემთხვევაში, იყო განსხვავებული IPSOS-ის მიერ მათთვის მიწოდებული და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან.

IPSOS-ს სწამს, რომ ინციდენტი გამოიწვია „მთავარი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. „მთავარი არხისადმი“ გაგზავნილი ჩვენი ანგარიში მოიცავს სრულ შეწონილ და შეუწონელ შედეგებს ზუგდიდისთვის. IPSOS-ის პრაქტიკის თანახმად, ეს განხორციელდა, რათა კლიენტისთვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჩვენი კვლევის სრული გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შეუწონელი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის ზუსტი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო.

IPSOS ადასტურებს, რომ ზუსტი შედეგები ზუგდიდისთვის არის შეწონილი მონაცემები, რაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებსაიტზე.

IPSOS-ს სურს უზრუნველყოს საარჩევნო გამოკითხვების ზუსტი შედეგები, ყოველთვის და ყველგან, სადაც ჩვენ ამ გამოკითხვებს ვატარებთ. ჩვენ ასევე გვსურს, ვიყოთ გამჭვირვალე იმის შესახებ, თუ როგორ ვატარებთ კვლევებს. IPSOS-ს სწამს, რომ ზუსტი, გამჭვირვალე კვლევები არის კარგი დემოკრატიისთვის," — წერია კვლევითი კომპანიის მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები