16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს - ირაკლი კობახიძე

გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტია "საქართველოსთვის" დატოვების საკითხს ირაკლი კობახიძე ეხმაურება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციისა და მშვიდობას შორის.

"დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით.

ამ ქვეყანას ჭირდება არა ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

სწორედ ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ხვალ მოდით არჩევნებზე და 2 ოქტომბრის გამარჯვება ერთად მივიყვანოთ ბოლომდე.

მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ხვალ, კენჭისყრის დღეს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა და ამომრჩეველს მისცენ მშვიდ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდით შეხვდნენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ამასთან, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ნებისმიერი პროვოკაცია გადაიღონ, გამოგვიგზავნონ და/ან სოციალურ ქსელში ატვირთონ.

გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს და მხარს დაუჭერენ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ადამიანების დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.

არჩევნების მეორე დღიდან, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევა თავიდან ბოლომდე ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე!

კიდევ ერთხელ უარი უთხარით ნაციონალურ მოძრაობას, ბოროტებას, არეულობას, სიცრუეს !

აირჩიეთ მშვიდობა და განვითარება!

აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წყალტუბოში, ბაღდათში, ცაგერში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ქარელსა და ხაშურში.

ჩვენი ერთიანობით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ხვალ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!" - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები