16 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"თუ ამას აცხადებს რატი ბრეგაძე, ალბათ რაღაც საფუძვლები აქვს" - ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომ სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს მკურნალობა არ შეუწყვეტია, ე.ი. მას ამის საფუძველი გააჩნია.

"არ მინდა რაღაც სპეკულაციებში გადავიდე, თუ ამას აცხადებს რატი ბრეგაძე, ალბათ რაღაც საფუძვლები აქვს, თუმცა დღეს ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ, მნახველებიდან გამომდინარე, იმ განცხადების შემდგომ პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან შესვლა და ამიტომ დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ. ეს იყო შიმშილობასთან დაკავშირებული დანიშნულების, ვთქვათ, რაღაც გადასხმა, ან სითხის მიღება, თუ ეს იყო მისი ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან დაკავშირებული," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც ერთი დღით მკურნალობა არ შეუწვეტავს.

დღის ამბები