16 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია

დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ტარდება.

გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს.

მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა.

ჩვიდმეტ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება "ქართულ ოცნებასა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატებს შორის მოუწევთ. რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტი ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის წევრი, თიანეთში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური, ხოლო ოზურგეთში - დამოუკიდებელი კანდიდატია.

დღის ამბები