"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეში 3 ლიტრ ლიმონათს ყიდულობს. მისივე თქმით, დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის "იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც თავად სააკაშვილი წარმოადგენს".
"მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი. ყიდულობს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ავად გახდომის სიმულირებას გეგმავს, რომ მხარდამჭერებში "ემოციები აღძრას".