BBC წერს, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა "5-დღიანი ომი რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამო, რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, ტერიტორიების დაკარგვით და ათიათასობით ქართველის გადასახლებით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი".
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, ხურავდა კრიტიკულ მედიაკომპანიებს, ძალადობრივი გზებით არბევდა საპროტესტო აქციებს, სძალავდა ფულს ბიზნესს და ათასობით ადამიანს აპატიმრებდა წვრილმანი დანაშაულისთვის.
"ბოლო წვეთი იყო 2012 წლის არჩევნების საღამოს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ციხეში წამებისა და ძალადობის ფაქტები. მოსახლეობამ ხმა მისცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რითაც დაასრულა მათი 9 წლიანი მმართველობა,“-ნათქვამია სტატიაში.