16 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი გამარჯვება ყოფილიყო ღირსეული, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძემ წინასწარ შედეგებზე დაყრნობით მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი გამარჯვება ყოფილიყო ღირსეული. რაც მთავარია, მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა - ჩემს რუსთაველებს, იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება გული ჰქონდა ნატკენი, არ ჰქონდა განწყობა, თუმცა მაინც მოვიდა, მხარი დაგვიჭირა და მენდო იმაში, რომ იმ პროექტებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ძალიან პირნათლად შევასრულებთ და დავიწყებთ რაც შეიძლება სწრაფად ქალაქის განვითარებას. ძალიან ამაღელვებელია. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი გუნდის წევრებს, ერთად ვიბრძოდით, რომ ეს გამარჯვება ყოფილიყო ღირსეული," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები