16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"ახლა ყველაზე აუცილებელია დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა" - ხატია დეკანოიძე

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში ოპოზიციამ კარგი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, ახლა თითოეული მოქალაქის ხმის დაცვა უმნიშვნელოვანესია.

"როგორც ნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების ნების ასახვა, მათ შორის ქუთაისში. ახლა ყველაზე აუცილებელია ის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა, ჩვენს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლები არიან მობილიზებულები,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

 

დღის ამბები