"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 20-ივე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნება" იმარჯვებს.
"მადლობა მხარდამჭერებს და ყველას ვინც დღეს არჩევნებზე მივიდა. "ქართული ოცნება" 20-ივე ოლქში იმარჯვებს, თუმცა ველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემებს.
მე მინდა ენმ-ს ცუდი გეგმების შესახებ გამცნოთ, ხელვაჩაურში მიშა ბოლქვაძე ენმ-ს მერობის კანდიდატი გეგმავს შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმების დათვლის პროცესს.
ნურავინ ეცდება სიგიჟეებს, წაგებასაც უნდა ღირსეულად შეხვედრა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამარჯვებული და დამარცხებულები ორივე გამარჯვებას ზეიმობენ.
მართალია ყველა გამარჯვებულია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც იცხოვრებენ კარგ ქვეყანაში, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს.
მოვუწოდებ ყველას შეეგუონ მარცხს და იმ შედეგებს რაც ენმ-მ ამ არჩევნებზე და მე-2 ტურში იწვნია,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.