16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ალბათ ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ თავგანწირვისა და თავდადების გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა - ნიკა მელია

ოპოზიციური ერთობის ლიდერებმა, რამდენიმე წუთის წინ, ერთობლივი შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს. ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საარჩევნო უბანზე, მათ შორის კრწანისში. ახლა, ხმის დათვლის პროცესში მთავარია ოპოზიციური ხმების დაცვა და პოლარიზაციის დასრულება.

"მადლობა მხარდაჭერისთვის, უდიდესი მადლობა თანადგომისთვის და მადლობა იმ ბრძოლისუნარიანობისთვის, თავგანწირვისთვის, თავდადებისთვის. ალბათ ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ თავგანწირვისა და თავდადების გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა," - ამბობს ნიკა მელია.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე,თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 

"ამ ქვეყანაში გაყალბება, ტყუილი უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. სიტყვა - რომ ხმა დავიცვათ, არის სამარცხვინო სიტყვა 21-ე საუკუნეში. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა იპარავს და შენ უნდა დაიცვა ქურდობისგანა," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.  

 

 

დღის ამბები