საქართველოს თვითმმართველობის მეორე ტურში, სხვა მოქალაქეებთან ერთად, თავიანთი არჩევანი 1 თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააფიქსირეს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა სახეებმა. მომღერლები, რეჟისორები, ტელეწამყვანები - ნაცნობი სახეები დღეს მრავლად იყვნენ საარჩევნო უბნებზე, თუმცა თვიანთი არჩევანის შესახებ, როგორც წესი, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ.
"უკეთესი მომავალი" ეს არის არჩევნებზე ყველასათვის საყვარელი ფრაზა.