პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი, ნიკა მელიას მოუწოდებს აღიაროს არჩევნებში მარცხი, რადგან კახა კალაძე გამარჯვებულია და სწორედ ეს არჩევანი გააკეთა დღეს მისი თქმით, ქართველმა ხალხმა.
"ერთადერთი სიმართლე არსებობს ახლა, მან ან უნდა აღიაროს მარცხი, თუ უნდა პოლიტიკური სახე შეინარჩუნოს, ან ნუ აღიარებს, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა კახა კალაძეზე არჩევანი და ეს ამბავი უკვე დამთავრებულია.
მათ მოუწოდეს საკუთარ ამომრჩევლებს, რომ გავიდნენ უბნებთან და გააკეთონ ისეთი ბლოკირება, რომელსაც ის ახდენდა დღეს ვაზისუბნის ერთ-ერთ უბანზე. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ განვმუხტეთ, მე და ბექა დავითულიანმა სიტუაცია. ჩვენ ვაკეთებთ პერიმეტრისა და კანონის დაცვას, ის კი თავის მხარდამჭერებს უბნის ჩამშლელი პროვოკაციებისკენ მოუწოდებს,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი.