"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ნებისმიერს აქვს შეკრებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება:
"ჩვენ ქვეყანაში არის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ღია ცის ქვეშ თავისუფლად შეკრება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი, არასწორი, ობიექტურ ჭეშმარიტებას აცდენილი იყოს ეს პოზიცია, ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, სადაც არის გამოხატვის თავისუფლება და ყველა ადამიანს შეუძლია ამით ისარგებლოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა