დამარცხებული გოგა გულორდავა კონკურენტს გამარჯვებას ულოცავს. "ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.
წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს,"- წერს გულორდავა სოციალურ ქსელში.