რუსთაველზე დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავს გიგა ბოკერია. დამარცხებულ კანდიდატს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აინტერესებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ლოზუნგს - არჩევნები გაუქმებულია, არ ეთანხმება.
"ჩვენ ამოცანად გვრჩება ვადამდელი არჩევნების მიღწევა. მე მივალ დღევანდელ აქციაზე და მოვისმენ დღევანდელი ორგანიზატორების იდეებს, აქამდე არ გვქონია ბატონ მელიასთან კონსულტაცია. ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია", არის მცდარი, მინდა აქვე გავუსვა ხაზი,"- აცხადებს გიგა ბოკერია.