გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების თემაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმზე პრემიერი სიტყვით დღეს გამოვა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.