28 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
"ერთად, მთელი პლანეტა უნდა გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გამოწვევებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მთავრობის მეთაური პრობლემებთან ბრძოლაში აქცენტს ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს.

"ერთად, მთელი პლანეტა უნდა გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი ვალდებულება უფრო მწვანე, პროდუქტიული და გამძლე საზოგადოებების განვითარებისთვის," - წერს "ტვიტერში" ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები