ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვებას ეხმაურება. ექსპრეზიდენტი ხაზარაძის ამ ნაბიჯს იზიარებს და მის გადაწყვეტილებას შთამბეჭდავს უწოდებს.
"ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო! უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა!
უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე.
ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.
ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო," - წერს მიხეილ სააკაშვილი.