16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ იგივე ფილმის გაგრძელებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მხოლოდ თავის თავთან დარჩნენ - გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ანალოგიაა იმისა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იყო. გიორგი ამილახვარი კონკრეტულად ოპოზიციის მოქმედებებზე საუბრობს.

"ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვხედავთ დაახლოებით იგივე ფილმის გაგრძელებას, მეორე სერიას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიხილეთ და რითაც დამთავრდა ეს, რომ მხოლოდ თავის თავთან დარჩნენ იმ არგუმენტებით, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, დაახლოებით ანალოგიურის მცდელობა გვაქვს ახლა, რომელიც გარწმუნებთ, ახლო დღეებში თავისით დამთავრდება. იმიტომ, რომ როგორც საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ ნათლად დაინახეს, თუ ვის აქვს დღეს ლეგიტიმაცია, რომ ქვეყანას გაუძღვეს," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა "დღის კურიერში". 

დღის ამბები