16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
დავანებოთ ამ ადამიანს თავი, მოიხადოს სასჯელი წყნარად და მშვიდად, ეს აღარ არის დღეს საქართველოს მთავარი ინტერესი - გიორგი ამილახვარი სააკაშვილზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი "დღის კურიერში" ამბობს, რომ ოპოზიციისგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარები და მიხეილ სააკაშვილზე განცხადებების ისმის. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არ არის. 

"გახსენდებათ ბოლო თვეების, ერთი წლის განმავლობაში ერთი ინიციატივა, ერთი საკითხი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ოპონენტების მხრიდან დაყენებული, ან შინაარსობრივ დებატში შემოსვლა მმართველ პარტიასთან? არა.

მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარები, მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. დავანებოთ ამ ადამიანს თავი. მოიხადოს სასჯელი წყნარად და მშვიდად. დავანებოთ თავი, ეს აღარ არის დღეს საქართველოს მთავარი ინტერესი. დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილების შექმნა, უკეთესი განათლების, რეფორმის გატარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, კოვიდთან გვაქვს საბრძოლველი," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები