18 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
იაგო ხვიჩიამ "ქართულ ოცნებას" გამარჯვება მიულოცა - თავის მხრივ, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში გამარჯვებულებს ულოცავს. ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანი იმ დაპირებების შესრულებაა, რომელიც მმართველმა გუნდმა გასცა. მან ასევე იაგო ხვიჩიას უპასუხა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება "ქართულ ოცნებას" გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამაც მიულოცა და კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

"გეთანხმებით, არ შეიძლება ყველაფერზე გვქონდეს წინააღმდეგობა. მე მგონი კომუნიკაციის საკითხი უფრო არის, ზუსტად აგვიხსნათ ხოლმე თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი თუ ხედვა როგორია. ამისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრაქციებს შორის შეხვედრები," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები