გაეროს კონფერენცია გლაზგოში ამ წუთებში იხსნება - პარლამენტის სახელმწიფოთა ლიდერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, კლიმატისადმი მიძღვნილ საკითხებს განიხილავენ.
გლაზგოშია საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც, კონფერენციის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობას და არჩევნების შემდეგ განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი გზავნილი, რომელიც IBRD-ის პრეზიდენტთან იყო, ეკონომიკური გაძლიერებაა.
დავით ზალკალიანმა, ასევე, ისაუბრა კლიმატურ პრობლემებზე და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე შეხვედრაზე ისაუბრებს.
"ეს გამოწვევა, როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია. პრემიერი კი სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს,"-აცხადებს ზალკალიანი.