16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა გადათვლა დაიწყო - უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო კომისიებმა გამოავლინეს

საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა გადათვლა დაიწყო - უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო კომისიებმა გამოავლინეს.

პროცესი საჯაროა და მიმდინარეობს ვიდეო გადაღება. უბნების გადათვლა მცირედი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც კოვიდრეგულაციებია.

#1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციითა და ინიციატივით, საოლქო საარჩევნო კომისიამ დამატებით 2 საუბნო საარჩევნო კომისია გამოავლინა, რომელიც გადაითვლება. აღნიშნული გადათვლა გიორგი ზირაქაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია იმ ნაწილში, რომ იქნება მეტი გამჭვირვალობა, სანდოობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მარინე კაცაძე აცხადებს, რომ ხმების აღნიშნული გადათვლა არანაირ შედეგს არ იძლევა, ვინაიდან ითვლიან ნაწილობრივ - მხოლოდ მიღებულ ხმებს და არ ითვლიან ხელმოწერებს, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

#2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამაზ ფოლადაშვილის განცხადებით, პირველი მთვლელის ფუნქციას, უშუალოდ, იმ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეასრულებს, რომელიც ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდება.

როგორც #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, არცერთი ოქმი დისბალანსის საფუძველს არ აძლევს.

"არც ერთი ოქმი, რომელიც ჩემთან არის მოტანილი, დისბალანსის საფუძველს არ მაძლევს, არც ერთ ოქმში არ არის დისბალანსი. გავხსნით, გადავთვლით, თქვენც დაესწრებით ამ პროცესს და ნახავთ, თუკი სადმე იქნება რაიმე მიზეზი, რაც შეცვლის შედეგებს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ," – აცხადებს ლარინა ლალიაშვილი.

დღის ამბები