"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე პარტიის წევრებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და გეგმებზე იმსჯელეს.
"ჩვენ მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების და პარტიული აქტივის დამსახურებაა, რომ ერთწლიანი ციკლი დასრულდა და ხვალინდელი დღიდან უნდა გადავიდეთ იმ დღის წესრიგზე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე კამათი, მაგრამ უკან უნდა დავიტოვოთ უსარგებლო პოლიტიკური შეხლა-შემოხლა, რაც გვქონდა. საქმის კეთებასთან მიმართებით ვიკამათოთ ბევრი, იმიტომ, რომ ასეთი კამათი აუცილებელიც არის," - განაცხადა მდინარაძემ.