საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.