საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა მისთვის დიდი პატივი იყო.
პრემიერის თქმით, გამოწვევები აშკარაა, თუმცა ცხადია შესაძლებლობებიც.
"დიდი პატივი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა და ჩვენი მისწრაფებების და ჩემი ქვეყნის მიერ პლანეტის გადარჩენისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯების განხილვა. გამოწვევები აშკარაა, თუმცა ასევე ცხადია შესაძლებლობებიც. დიდ მადლობას ვუხდი ყველას. #TogetherForOurPlanet“,-წერს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე."