16 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეები - პრემიერ-მინისტრი გლაზგოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დარბაზში გასაუბრება და წინასწარ ჩანიშნული ორმხრივი შეხვედრები – საქართველოს პრემიერ-მინისტრს დატვირთული დღის წესრიგი 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში.

სიტყვით გამოსვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი, დარბაზში, სადაც მსოფლიო ლიდერები იყვნენ შეკრებილები, ანგელა მერკელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაესაუბრა. ამ კონუმიკაციას წინ უძღოდა ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს ევროპულ მისრწაფებაზე იმსჯელეს ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პირისპირ აუდიენციაზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საბჭოში სლოვენიის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი კიდევ უფრო აქტიური გახდება. შეხვედრას არ ჩაუვლია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრის გარეშეც.

ასოცირებული ტრიოს მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა და ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი მექანიზმების შეთავაზება იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის კანცლერის შეხვედრაზეც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდა. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. EBRD-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია კონცენტრირება განვითარების დღის წესრიგზე

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან, პრემიერ-მინისტრებთან, ასევე EBRD-ის პრეზიდენტთან. საუბარი იყო ჩვენს პრიორიტეტებთან ევროკავშირში ემიგრაციის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. ეს შეხვედრები იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები იყოს რეალიზებული ამ სამიტზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები