საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა. მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
"მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა.
მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.
კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ,"- აცხადებს პრემიერი.