16 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
ცესკო: ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა საარჩევნო უბნები, თუმცა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

არჩევნების მეორე ტურის შედეგების კონკრეტულ უბნებზე ხელახლა გადათვლას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ - როგორც ცესკოში აღინიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლო და განახორციელა ყველა ცვლილება, რაც მიშელის დოკუმენტის მიხედვით იყო გაწერილი. მათ შორის უბნების ნაწილის ხელახლა გადათვლაც, რასაც საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა საარჩევნო უბნები, თუმცა არჩევნების შედეგებზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ხოლო საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ 5," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები