პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გლაზგოში, დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც შეაფასეს. "ქართული ოცნებისთვის" მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერს შორის საქართველოს პრემიერის მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მსოფლიო მშვიდობისთვის.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას თბილისიდან უხდის.
"მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ის მოწოდებები, რომლებიც მაღალი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის მიერ გაისმა კლიმატის ცვლილების სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწარმოებს გლაზგოში, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს ინტეგრაციისთვის გლობალურ სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები და ხელმოსაჭიდი პროცესები, რომელსაც საქართველომ მხარი უნდა აუბას," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, ძალიან საამაყოა, რომ გლობალურ გამოწვევებში საქართველო მსოფლიოს საკუთარ გეგმას სთავაზობს და ჩვენი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია.