16 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დღის წესრიგი ვერა და ვერ გაასწორა და ვერ მოარგო რეალობას - ირაკლი ქადაგიშვილი​

პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია დღის წესრიგს ვერ ასწორებს და უჭირს რეალობას მოერგოს. 

"სამწუხაროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დღის წესრიგი ვერა და ვერ გაასწორა და ვერა და ვერ მოარგო მართლაც რეალობას, რაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ხვალინდელი დღის წინაშე დგას.

რატომ შიმშილობს პრეზიდენტი? თქვენ გგონიათ ჩვენ ახლა ის ადამიანები ვართ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი გვიხარია, ან მისი გარდაცვალება ჩვენთვის რამე პოლიტიკური დივიდენდია? კითხეთ მის გუნდს, რატომ შიმშილობს და რატომ აშიმშილებენ პრეზიდენტს? რომ მისი შიმშილით და მისი სიკვდილით უნდათ ახლა აქ ქვეყანაში სიტუაციის არევა?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი კანონიერ პატიმრობაში ყოფნა იყოს ყოველმხრივ დაცული, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენ გვქონდა პუტინისტური კონსტიტუცია, შემდეგ სააკაშვილს რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება, მიიღო ჰიბრიდი, რომელიც არც საპრეზიდენტოა, არც საპარლამენტოა, მაგრამ მორგებული იყო იმაზე, როგორ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ დღეს გვაქვს რეალურად ევროპული საპარლამენტო კონსტიტუცია,"- აცხადებს ირკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები