16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
არ ვეთანხმები კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე საუბრობენ, გვერდზე გადგომის და ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არაა - ხათუნა სამნიძე

როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კანონმდებლები სასესიო ფორმატში დღეს პირველად შეიკრიბნენ, გააკეთეს პოლიტიკური განცხადებებიც.

"ქართულ ოცნებას" პოზიტიური მოლოდინი აქვს, გუნდში ფიქრობენ, რომ ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის პოზიციაც და სამოქმედო გეგმაც.

დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები სწორედ ახლა ბრძოლის ველიდან არ უნდა გავიდნენ.

"სამწუხაროდ, ქვეყანა ორად გახლეჩილია და აქ, პარლამენტში რაც ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დიახ, მე არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე, ბოიკოტზე საუბრობენ, რადგან გვერდზე გადგომის და ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არ არის. ძალიან რთულია აქ ყოფნა, რადგან ზუსტად ვიცი, რა იარლიყებსაც მიაკერებენ ყველა ადამიანს, ვინც აქეთ მხარეს ზის და წარმოადგენს ოპოზიციას, რადგან ამ ქვეყანაში რადიკალიზმი ჰყვავის, იარლიყების მიწებება ჰყვავის, ჰყვავის ყველაფერი, რაც უკავშირდება ზიზღს. პოლარიზება ასე კი არ დამთავრდება, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, პოლარიზება დამთავრდება მართლა თანამშრომლობით, დიალოგით," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და პოლარიზაცია შემცირდეს. მისი თქმით, ის არის პარლამენტში, რათა საკუთარი ხმა გააგონოს საზოგადოებას და ოპონირება გაუწიოს მმართველ პარტიას. 

ლევან იოსელიანი კი იმედოვნებს, რომ პარლამენტში საუბარი იქნება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

დღის ამბები