16 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"თავისუფლება და სოლიდარობა მიშას" - რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იწყება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იწყება. ციხესთან პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. "თავისუფლება და სოლიდარობა მიშას" - ეს არის მათი მთავრი სათქმელი.

რუსთავის ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც.

"სანამ თავისუფლებაზე არ იქნება სააკაშვილი და თავისუფალ სააკაშვილთან ერთად არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, სხვანაირად გამორიცხულია ამ რეალობის შეცვლა და ამ სიტუაციის დასრულება. დღესაც, ხვალაც, ზეგაც, იქნება აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში და, ნელ-ნელა, ეს ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. დედაქალაქში და რუსთავის ციხესთანაც იქნება 10 ათასობით ჩვენი მხარდამჭერის მობილიზება,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე მიხეილ სააკაშვილს "პუტინის პირად პატიმარს" უწოდებს. 

"პუტინის საპყრობილე სინამდვილეში, რადგან, მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი, არის პუტინის და ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ გავჩერდებით და არ შევწყვეტთ აქ ყოფნას, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფლებაზე,"- აცხადებს ნადირაძე. 

დღის ამბები